საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ძიუდოისტებს წაიყვანს » სპორტის ხაზი

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ძიუდოისტებს წაიყვანს

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ძიუდოისტებს წაიყვანს
31-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

7-დან 13 მაისის ჩათვლით კატარი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, 14 მაისს გუნდური შეჯიბრებაა ჩანიშნული. ლაშა გუჯეჯიანმა ის ძიუდოისტები შეარჩია, რომლებიც საქართველოსთვის კიდევ ერთხელ შეეცდებიან წარმატების მოტანას.

განაცხადი ასეთია: გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).

გასულ წელს ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ 4 მედალი მოიპოვა, გრიგალაშვილმა ოქრო, მაისურაძე, ბექაური და თუშიშვილი ბრინჯაოთი დაჯილდოვდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.