3 ოქტობრებს ლიგა 2- ის მე-10 ტურში ერთმანეთს "ბორდო" და "ლავალსი" დაუპირისპირდებიან. მატჩამდე ერთი დღით ადრე ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორიოდე რამ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზეც თქვა.
"მიუხედავად იმისა, რომ ზოგს სანაკრებო პაუზისას თამაში მოუწია, სრული შემადგენლობა მყავს და განწყობა პოზიტიურია. რაც შეეხება ზურიკოს, ის ძალიან მაგარ ფორმაშია და შესანიშნავ განწყობაზეა, ასევე დანილო იგნატენკოც, რომელმაც უკრაინის ნაკრებში ითამაშა". - განაცხადა დავიდ გიონმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის ფეხბურთელის დებიუტი "ბორდოს" რიგებში წინა ტურში შედგა, სადაც დავითაშვილმა გოლის გატანა და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება მოახერხა.
"ბორდო" ცხრა ტურის შემდეგ 17 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.