"სპალეტის ნაპოლი ხვიჩას სტილის გარშემო ჩამოყალიბდა" | Ultimouomo-ს ღია აღიარება კვარაცხელიას! » სპორტის ხაზი

"სპალეტის ნაპოლი ხვიჩას სტილის გარშემო ჩამოყალიბდა" | Ultimouomo-ს ღია აღიარება კვარაცხელიას!

"სპალეტის ნაპოლი ხვიჩას სტილის გარშემო ჩამოყალიბდა" | Ultimouomo-ს ღია აღიარება კვარაცხელიას!
30-03-2023, 18:42
Aa Aa
გაზიარება:

"ვეჩვევით თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადეს?" - ასეთი სათაური აქვს Ultimouomo-ს სტატიას, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ფეხბურთელის გენიალურ სეზონს შეეხება.

"შევეჩვიეთ ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურ გოლებსა და ჯადოქრობას? შევეჩვიეთ თუ არა მის ყოველკვირეულ კაშკაშკა გამოჩენას და უნიკალურ ძალას, რომელიც ნაპოლის სკუდეტოს მოგებისკენ მიუძღვება?, - ამ ბიჭმა მარტში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, კვარაცხელიამ ატალანტასთან ყოვლისშემძლეობის უნარი კიდევ ერთხელ წარმოგვიჩინა. ხვიჩამ გასპერინის გუნდის კარი საოცარი გოლით აიღო, ამან კი ის მოგონება შექმნა, რაც 2022/2023 წლების სეზონის ნაპოლის გაგვახსენებს ხოლმე."

"წლევანდელი ნაპოლი ჩემპიონ მილანს არ ჰგავს, რადგან მასსავით ინტენსიური არაა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდს თავისი მახასიათებლები აქვს, ის მეტად დახვეწილია, შედეგი კი მუდმივად უმთავრესი ღირებულების მატარებელია. ნაპოლის ყველა ფეხბურთელი მოედანზე ერთსულოვნად გადაადგილდება და ერთ ორგანიზმს წარმოადგენს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სიკაშკაშე გუნდის 2-3 გამორჩეული ინდივიდუალისტის დამსახურებაა."

"ვიქტორ ოსიმენის პარალელურად, შესაძლოა კვარაცხელიამ თამაში ჩააგდოს, თუმცა მისი გენია სპექტაკლის გარეშე თითქმის არასდროს გვტოვებს, ჩვენ კი ამ ფეხბურთელის მბზინვარებას უთქმელად ვეჩვევით. გაიხსენეთ ხვიჩას აინტრახტთან მატჩი გერმანიაში, სადაც მან პენალტი გააფუჭა, თუმცა ამის მიუხედავად, უარყოფითი მომენტიდან მალევე ქუსლით შესანიშნავი პასი გააკეთა, დი ლორენცომ კი ნაპოლისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა."

"ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლისთან ადაპტაციის გავლა არ დასჭირვებია, პირიქით, სპალეტის გუნდი მთლიანად ქართველის სათამაშო სტილს ერგება და ეფუძნება, რომლის სიდიადეს უკვე ყველა ჩვენგანი შეეჩვია და შესაძლოა, აღარც დარჩა რაიმე განსაკუთრებული, რაც ამ ბიჭში კიდევ უფრო გაგვაოცებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მაყურებელი ხელოვანისგან ახალ-ახალ შედევრს მუდმივად მოითხოვს, რადგან თავად გენიის რეალურობა მორიგ ჯერზე დამტკიცდეს, ამას კი კვარაცხელია უხვად გვპირდება."
- წერს იტალიური ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას კვირას გამართავს, მეტოქე კი მილანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი