“ლუკამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა” - რას წერენ პარკაძეზე გერმანიაში » სპორტის ხაზი

“ლუკამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა” - რას წერენ პარკაძეზე გერმანიაში

“ლუკამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა” - რას წერენ პარკაძეზე გერმანიაში
30-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ მიუნხენის “ბაიერნმა” 17 წლის ქართველ ფეხბურთელთან, ლუკა პარკაძესთან გააფორმა შეთანხმება. მაშინ პარკაძე თბილისის “დინამოს” რიგებში ირიცხებოდა, აკადემიის აღზრდილიცაა. ამჟამად ლუკა “გაგრაში” ასპარეზობს და სეზონის ბოლომდე ასე გასტანს. ამის შემდეგ კი მიუნხენშუ წავა.

“ბაიერნს კვარადონას თანამემამულეს მსგავსი თვისებების იმედი აქვს. ლუკა პარკაძე გერმანიის რეკორდსმენის მაისურს 2023 წლის ზაფხულიდან მოირგებს” - წერს Spox.

“ლუკას დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები ადევნებდნენ თვალს. გარდა ამისა, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საცდელ სესიაზე აქ, ბაიერნის კამპუსში” - განაცხადა კამპუსის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა.

როგორც ჩანს, გერმანიაში ლუკაზე დიდ იმედებს ამყარებენ და სწამთ, რომ იგი მალევე დაწინაურდება ძირითად გუნდში, პარკაძეს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი