“ის აშკარად გამორჩეული იყო” - უკრაინელი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილზე » სპორტის ხაზი

“ის აშკარად გამორჩეული იყო” - უკრაინელი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილზე

“ის აშკარად გამორჩეული იყო” - უკრაინელი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილზე
30-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ შეხვედრებში მონღოლეთისა და ნორვეგიის წინააღდეგ ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი გოჩოლეიშვილი იყო. იგი დონეცკის “შახტარის” ღირსებას იცავს, მანამდე კი თბილისის “საბურთალოს” მაისურით გამოდიოდა.

ეროვნული ლიგის ყოფილმა მოთამაშემ, იური ბატიუშინმა, რომელიც გორის “დილას” ღირსებას იცავდა, უკრაინულ მედიასთან Fanday.net-თან საუბრისას სწორედ გიორგი გოჩოლეიშვილზე დააფიქსირა კომენტარი:

“გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ თამაში ერთ მატჩში მომიწკა, მაგრამ რახან საბურთალო საშინაო შეხვედრებს გორის სტადიონზე მართავდა, მისი მონაწილეობით რამდენიმე თამაში ვნახე. ის აშარად გამორჩეული იყო. ჩანდა, რომ სხვა დონის ფეხბურთელია. სულაც არ გამიკვირდა, როდესაც ის შახტარმა წაიყვანა. ითამაშებს თუ არა იქ, მომავალში გამოჩნდება. ეს დამოკიდებული იქნება მის მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე, მაგრამ მონაცემები ნამდვილად აქვს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.