მორიგი წარმატებული მატჩი - შერმადინის 21 ქულა » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატებული მატჩი - შერმადინის 21 ქულა

მორიგი წარმატებული მატჩი - შერმადინის 21 ქულა
30-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ესპანეთის ACB ლიგის მე-20 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. “ლენოვო ტენერიფემ” “მანრესას” უმასპინძლა და ანგარიშით 100:87 დაამარცხა. სათქმელია, რომ შეხვედრის პირველი ნახევრის შემდგომ “ტენერიფე” მარცხდებოდა 8 ქულის სხვაობით, მაგრამ მეორე ნაწილში სიტუაცია შეიცვალა და მასპინძლებმა იმარჯვეს.

“ტენერიფეს” გუშინდელ გამარჯვებაში დიდი როლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრს, გიორგი შერმადინს მიუძღვის. მან მოედანზე 23:39 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველის მონაგარი კი ასეთი გახდლათ - 21 ქულა, 2 საგოლე გადაცემა, 6 მოხსნა. გიორგიმ 11-დან 11 საჯარიმო სროლა გამოიყენა და 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. შერმადინი აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი