"უმცირესობა ვერ განსაზღვრავს უმრავლესობის პოზიციას" - თორნიკე შენგელიას განცხადება » სპორტის ხაზი

"უმცირესობა ვერ განსაზღვრავს უმრავლესობის პოზიციას" - თორნიკე შენგელიას განცხადება

"უმცირესობა ვერ განსაზღვრავს უმრავლესობის პოზიციას" - თორნიკე შენგელიას განცხადება
30-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

28 მარტი თორნიკე შენგელიასთვის არც თუ ისე სასიამოვნოდ დასრულდა, - ეროვნული გუნდის კაპიტანი ევროლიგის მატჩში მაკაბის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა.

ამის შესახებ შენგელიამ სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, გთავაზობთ მას:

"ისრაელში თამაში ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო, იქნებოდა ეს კლუბში „მაკაბის“ წინააღმდეგ, თუ FIBA-ს შეჯიბრებებზე. ისრაელში გულშემატკივრები ყოველთვის თბილად მეგებებოდნენ და მათგან მუდამ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლიერი ვარ. „მაკაბი“ და მისი გულშემატკივრები ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდნენ ჩემგან და გუშინდელ დღე ამას ვერ შეცვლის. უმცირესობა ვერ განსაზღვრავს უმრავლესობის პოზიციას. მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდასაჭერი წერილებისთვის."

ცნობისთვის, ამ კონკრეტულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მაისურით 5 ქულა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.