ანტალიის გრანსლემზე საქართველო ამ შემადგენლობით წავა » სპორტის ხაზი

ანტალიის გრანსლემზე საქართველო ამ შემადგენლობით წავა

ანტალიის გრანსლემზე საქართველო ამ შემადგენლობით წავა
29-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

თბილისიდან ძიუდოს სამყაროს ყურადღება ანტალიისკენ მიიმართება, სადაც ასევე გრანდ სლემი ჩატარდება. 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თურქეთის ქალაქი სუპერტურნირს უმასპინძლებს.

საინტერესოა, თუ რა შემადგენლობით წავა საქართველოს ნაკრები ანტალიის გრანდსლემზე. ჩვენი ძიუდოისტების განაცხადი ასეთია : ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლუკა კაპანაძე (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე – 90 კგ.), ომარ საური (100 კგ.), ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+100 კგ.).

გასული წლის ანტალიის გრანდსლემი ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენებურებმა 4 მედალი მოიპოვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი