"ნორვეგიის იმედების დამსხვრევა შეუძლია" - სკანდინავიური გაზეთი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ნორვეგიის იმედების დამსხვრევა შეუძლია" - სკანდინავიური გაზეთი ხვიჩაზე

"ნორვეგიის იმედების დამსხვრევა შეუძლია" - სკანდინავიური გაზეთი ხვიჩაზე
27-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველო ნორვეგიასთან გამართავს.

აღნიშნული მატჩის ჩატარებამდე ნორვეგიული გამოცემა, კერძოდ VG ჩვენს შესახებ წერს და ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. მათი აზრით, სწორედ ხვიჩაა ის ფეხბურთელი, რომელსაც ნორვეგიის იმედების დამსხვრევა შეუძლია:

"სამშაბათს, ნორვეგიას საქართველო და ერთი ბიჭი (კვარადონა) ელოდება, რომელიც სოლბაკენის აზრით, შესაძლოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალოს. ნაპოლი ამ სეზონში ყველაზე ლამაზად თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდის მთავარი ხელოვანია. ნეაპოლური გუნდი სკუდეტოს მოგებისკენ მიიწევს და ჩემპიონის ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია, რაშიც უმთავრესი წვლილი სწორედ ჩვენმა მომავალმა მეტოქემ შეიტანა. გარდა ამისა, საქართველოს ნორვეგიის მეზობელი შვედეთი ჰყავს დამარცხებული, თანაც ორივე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა."

"საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა ბათუმის სტადიონზე გაიმართება, რომელზეც 20 000 გულშემატკივარი ეტევა. საგულისხმოა, რომ ბილეთები ძალიან მალე გაიყიდა, ეს კი ქართველებმა არა ჰოლანდისა და ოდეგორის სანახავად, არამედ ხვიჩას თამაშისთვის თვალის მისადევნებლად გააკეთეს, მათ ქვეყანაში კვარაცხელიას ეიფორია არსებობს, რამაც ბილეთები უმალვე ამოყიდა."

"ხვიჩა მინდორზე იმას აკეთებს, რაც უნდა. მას შეუძლია, რომ დრიბლინგით მეტოქე გააბრუოს, საოცარი გადაცემა გააკეთოს და კარში დაარტყას. მოკლედ, კვარაცხელია ისე გამოიყურება თითქოს ეზოში იყოს და მის წინააღმდეგ ბავშვები თამაშობდნენ."
- დაწერა ნორვეგიულმა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი