სპალეტის ამ საქციელმა ნეაპოლი აალაპარაკა - ლუჩანოს უცნობი ისტორია » სპორტის ხაზი

სპალეტის ამ საქციელმა ნეაპოლი აალაპარაკა - ლუჩანოს უცნობი ისტორია

სპალეტის ამ საქციელმა ნეაპოლი აალაპარაკა - ლუჩანოს უცნობი ისტორია
27-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ენცო ბეარძოტის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც ყოველ წელს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო სპეციალისტს გადაეცემა ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ჯილდოსთან ერთად ლუჩანოს 5000 ევროც გადაეცა, რომელიც მან თავიდან ბოლომდე ბავშვთა თავშესაფარში გადარიცხა.

სხვათაშორის, იწერება ისიც, რომ ამ საქციელის შესახებ თავად სპალეტის კომენტარის გაკეთება არ სურს, რაც მის თავმდაბლობაზე მიანიშნებს.

"მისი გადმორიცხული ფულით სხვადასხვა ინვენტარს შევიძენთ. ასევე, ბავშვებს საფეხბურთო აქსესუარებს ვუყიდით, რათა ვარჯიში და განვითარება შეძლონ. ლუჩანო სპალეტი დიდებული კაცია, მის ამ საქციელს ძალიან ვაფასებთ." - თქვა თავშესაფრის დირექტორმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი