"იმედი მაქვს, ნორვეგიასთან ეს გამომივა" - საქართველოს ნაკრების კაპიტანი » სპორტის ხაზი

"იმედი მაქვს, ნორვეგიასთან ეს გამომივა" - საქართველოს ნაკრების კაპიტანი

"იმედი მაქვს, ნორვეგიასთან ეს გამომივა" - საქართველოს ნაკრების კაპიტანი
27-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს ხვალ, ნორვეგიასთან მატჩით იწყებს, რომელიც ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ჩვენი გუნდის პრესკონფერენციას ვილი სანიოლთან ერთად ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაც ესწრებოდა, გთავაზობთ მის კომენტარს:

"ნორვეგიას თითქმის ყველა პოზიციაზე უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს. იმედი მაქვს, რომ საუკეთესოდ ვითამაშებ და მათ განეიტრალებას მოვახერხებ. ჩვენ ყველას გვინდა, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ და ამის გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობთ."

"რა თქმა უნდა, ბათუმის სტადიონისა და მისი შესანიშნავი ატმოსფეროს იმედი მაქვს. ველით, რომ ტრიბუნები ისევ გაივსება, ჩვენ კი მორიგი დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ."

"ეს ჯგუფი კარგადაა იმისთვის დაკომპლექტებული, რათა საკუთარი ძალები რეალურად გამოვცადოთ და გავიგოთ, თუ სინამდვილეში რა დონეზე იმყოფება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომლის მაისურის ჩაცმაც ყველა ფეხბურთელის მოტივაციაა, მათ შორის ახალგაზრდებისაც."
- გურამ კაშია

ცნობისთვის, საქართველომ ბათუმის სტადიონზე ერთი სკანდინავიური ქვეყანა უკვე დაამარცხა, ის შვედეთი გახლდათ, ახლა კი ვიმედოვნოთ, რომ ნორვეგიასთან გამარჯვებასაც შევძლებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი