გამთენიისას ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი მატჩები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიო” “ბოსტონ სელტიკსთან” 44 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით დამარცხდა.
გრეგ პოპოვივის შეგირდებისთვის ეს 56-ე მარცხი იყო. მათ მხოლოდ 19 გამარჯვება აქვთ და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.
რაც შეეხება ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის მონაგარს აღნიშნულ მატჩში - იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და საერთო ჯამში 22:10 წუთი ითამაშა. აღნიშნულ დროში მამუკელაშვილმა 13 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მიითვალა.