“ტოტენჰემმა” კონტე გაათავისუფლა » სპორტის ხაზი

“ტოტენჰემმა” კონტე გაათავისუფლა

“ტოტენჰემმა” კონტე გაათავისუფლა
27-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ამიერიდან იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე ლონდონის “ტოტენჰემს” აღარ გაწვრთნის. “დეზებმა” ის გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა. ეს ყველაფერი მოულოდნელი ალბათ არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ, პრესკონფერენციაზე კონტემ პირდაპირ განაცხადა, რომ “ტოტენჰემი” შეკრული გუნდი არ არის და ყველა ინდივიდუალურად მოქმედებს.

“ვაცხადებთ, რომ ანტონიო კონტემ კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. მადლობას ვუხდით ანტონიოს შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ მას მომავალში წარმატებებს” - ვკითხულობთ “ტოტენჰემის” განცხადებაში.

იტალიელი მწვრთნელი ლონდონურ კლუბს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი