“ვირტუსმა” იმარჯვა - შენგელიამ 9 ქულა ჩააგდო » სპორტის ხაზი

“ვირტუსმა” იმარჯვა - შენგელიამ 9 ქულა ჩააგდო

“ვირტუსმა” იმარჯვა - შენგელიამ 9 ქულა ჩააგდო
27-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” შინ “პესარო” მიიღო და ანგარიშით 88:76 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიმე შენგელიამ მოედანზე 21 წუთის განმავლობაში ითამაშა. ამ დროის მანძილზე ქართველმა 9 ქულა ჩააგდო, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა მიითვალა.

“ვირტუს ბოლონია” იტალიის სერია A-ს კვლავ ლიდერობს და ცხრილის სათავეშიცაა. მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას კლუბი სტუმრად “ტრიესტის” დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი