VIDEO: სიგიჟე ასტანაში | ყაზახეთმა დანიას 0:2-დან დაუტრიალა და 3:2 მოუგო! » სპორტის ხაზი

VIDEO: სიგიჟე ასტანაში | ყაზახეთმა დანიას 0:2-დან დაუტრიალა და 3:2 მოუგო!

VIDEO: სიგიჟე ასტანაში | ყაზახეთმა დანიას 0:2-დან დაუტრიალა და 3:2 მოუგო!
26-03-2023, 19:21
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის H ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყაზახეთის ეროვნულმა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და მეტოქე საოცარ თამაშში 3:2 დაამარცხა!

აღსანიშნავია, რომ დანიელები პირველ ნახევარს 0:2-ს რასმუს ჰოილუნდის დუბლით იგებდნენ. სხვათაშორის, ამავე ფეხბურთელმა პირველ ტურში 3 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავის მოწინავე პოზიციას 5 გოლით იკავებს.

მიუხედავად ევრო 2020-ის ნახევარფინალისტი გუნდის მშვენიერი სტარტისა, მეორე 45 წუთი სენსაციური გამოდგა, რადგან ყაზახებმა მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს!

ცხადია, ყაზახეთის თამაშები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ერთა ლიგის პლეი ოფში სწორედ ამ ნაკრებს შეხვდება, ეს შეხვედრა 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი