"მევიდეეეს!" - ვისთან ბრძოლაზე შეთანხმდა მერაბ დვალიშვლი? » სპორტის ხაზი

"მევიდეეეს!" - ვისთან ბრძოლაზე შეთანხმდა მერაბ დვალიშვლი?

"მევიდეეეს!" - ვისთან ბრძოლაზე შეთანხმდა მერაბ დვალიშვლი?
26-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს დილით, UFC-ში კორი სანდჰეგენისა და ჩიტო ვერას საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა შედგა, რომელიც სანდჰეგენმა მსაჯების გადაწყვეტილების თანხლებით მოიგო, შემდეგ კი გულშემატკივრებს ადგილზევე უთხრა, რომ მომდევნო დაპირისპირების გამართვა მერაბ დვალიშვილთან სურს.

აღსანიშნავია, რომ ამავე ბრძოლას დვალიშვილი უშუალოდ ესწრებოდა, კორი სანდჰეგენის გამოწვევას კი სოციალურ ქსელში უპასუხა, - იხილეთ ფოტო.

"მევიდეეეს!" - ვისთან ბრძოლაზე შეთანხმდა მერაბ დვალიშვლი?
წავედით, როცა გინდა და სადაც გინდა


გარდა Twitter-ზე გამოხმაურებისა, მერაბმა ჩანიშნული ბრძოლის შესახებ ცალკე კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ კორის გამოწვევით, ის საკმაოდ ძლიერი მებრძოლია, რაც ჩიტოს დამარცხებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ის მალე რეიტინგის მესამე ნომერი გახდება, თავად კი ჩხუბი ძალიან მიყვარს. ახლა პირველ ადგილზე ალჯოა, ჩემი მეგობარი და სანამ ქამარი მას აქვს, მე დივიზიონის სხვა წევრთა გასუფთავებაზე ვიზრუნებ. გამოწვევები მომწონს და პატივს ვცემ, სანდჰეგენთან ბრძოლას გავმართავ, ამისთვის მზად ვარ." - მერაბ დვალიშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი