"ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიშებზე ყველაზე მეტად ამით გამაოცა" - ანდრეა პეტანია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიშებზე ყველაზე მეტად ამით გამაოცა" - ანდრეა პეტანია

"ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიშებზე ყველაზე მეტად ამით გამაოცა" - ანდრეა პეტანია
27-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის კუთვნილებაში მყოფმა, ამჟამად კი მონცას იტალიელმა თავდამსხმელმა, ანდრეა პეტანიამ Corriere della Sera-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისგან ის კონკრეტული ასპექტი გამოარჩია, რამაც ანდრეა ყველაზე მეტად გააოცა:

"როგორია კვარაცხელია ახლო ხედით? - როდესაც ის საწვრთნელ ბანაკში მოვიდა, ყველაზე მეტად ამ ბიჭის პიროვნებამ და ხასიათმა გამაოცა, რასაც ის ერთი ერთზე თამაშისას ავლენდა ხოლმე. ჩემი აზრით, თავიდანვე ამჩნევდნენ მის სიძლიერეს, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ნაპოლიზე ამხელა ზეგავლენა ექნებოდა."

სხვათაშორის, ანდრეა პეტანიამ ზოგადად კლუბის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაპოლის მხარს ჩემპიონთა ლიგაზეც დაუჭერს:

"მონცაში გადასვლას არ ვნანობ (მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიში ბევრი მეგობარი დავტოვე), რადგან აქ მეტი სათამაშო დრო მაქვს. როგორც წესი, მატჩებს ტელევიზორში არ ვუყურებ ხოლმე, თუმცა გამონაკლისს ჩემი ყოფილი თანაგუნდელები წარმოადგენენ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში აუცილებლად ვუგულშემატკივრებ."

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პეტანია ნაპოლიში 2020 წელს გადაბარგდა და კლუბთან ერთად 2 სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა, ახლა კი ის მონცაშია განათხოვრებული, სადაც მან 23 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი