სოლბაკენი: “საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია” » სპორტის ხაზი

სოლბაკენი: “საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია”

სოლბაკენი: “საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია”
26-03-2023, 09:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ საინტერესო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა შინ ნორვეგია მიიღო და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. “ფურია როხამ” ოლმოს გოლითა და ხოსელუს დუბლით იმარჯვა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა მედიასთან ასეთი კომენტარი დააფიქსირა:

“გუშინდელ მატჩში გოლის გატანის შანსები გვქონდა, ეს ცუდი არაა. გოლი რომ გაგვეტანა, ბოლო 100 წელში ნორვეგიის საუკეთესო თამაში იქნებოდა.რაც შეეხება ოდეგორის მომენტს, ვფიქრობ პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო.

შემდეგი შეხვედრა სამშაბათს გვექნება, საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ჩემი გუნდის ფეხბურთელები იმედგაცრუებას გრძნობენ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას 28 მარტს, 20:00-ზე ბათუმში უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი