თემურ ქეცბაია: “ესპანეთი ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ყველა იბრძოლებს” » სპორტის ხაზი

თემურ ქეცბაია: “ესპანეთი ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ყველა იბრძოლებს”

თემურ ქეცბაია: “ესპანეთი ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ყველა იბრძოლებს”
26-03-2023, 09:39
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა შოტლანდიისა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებებს შორის. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა შეგირდებმა მატჩი ანგარიშით 0-3 დათმეს. შეხვედრის შემდგომ ქართველმა სპეციალისტმა მედიასთან საუბრისას ასეთი კომენტარი დააფიქსირა:

“კარგი შეხვედრა იყო, შოტლანდიას გამარჯვებას ვულოცავ. კლარკმა ნამდვილად დიდი სამუშაო გასწია. მას შესანიშნავი გუნდი ჰყავს. წარმოიდგინეთ, როცა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზეა.

ამ ჯგუფში ესპანეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია. აი, მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა სხვებს შეუძლიათ. ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.”

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჯგუფში კვიპროსთან და შოტლანდიასთან ერთად ესპანეთის, ნორვეგიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი