ნორვეგია ბოლოსკენ გატყდა | ესპანეთმა როსალედაზე დიდი ანგარიშით მოიგო » სპორტის ხაზი

ნორვეგია ბოლოსკენ გატყდა | ესპანეთმა როსალედაზე დიდი ანგარიშით მოიგო

ნორვეგია ბოლოსკენ გატყდა | ესპანეთმა როსალედაზე დიდი ანგარიშით მოიგო
26-03-2023, 01:29
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2024-ის შესარჩევის A ჯგუფის საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, რომელშიც ესპანეთმა ნორვეგიას ლა როსალედაზე უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი "ფურია როხამ" 1:0 დანი ოლმოს გოლით მოიგო, რომელმაც ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. მიუხედავად პირველ 45 წუთში დაფიქსირებული არასასურველი შედეგისა, სკანდინავიელებს მეორე ტაიმში გოლის გატანა ნამდვილად შეეძლოთ, განსაკუთრებით კი სორლოტს, თუმცა ესპანელებმა ნორვეგიას ორი ბურთი მოკლე მონაკვეთში გაუტანეს (84, 85წთ - დუბლი ხოსელუსგან) და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

როგორც იცით, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ჩვენს ჯგუფში, რომელშიც შოტლანდიამ თემურ ქეცბაიას კვიპროსი ამავე ანგარიშით დაამარცხა. ამდენად, A ჯგუფს ახლა ესპანეთი და შოტლანდია 3-3 ქულით ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში 28 მარტს მიიღებს, ეს მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი