"ასეთ გარემოში ნორვეგიის დამარცხებაც შეგვიძლია" - გიორგი ჩაკვეტაძე » სპორტის ხაზი

"ასეთ გარემოში ნორვეგიის დამარცხებაც შეგვიძლია" - გიორგი ჩაკვეტაძე

"ასეთ გარემოში ნორვეგიის დამარცხებაც შეგვიძლია" - გიორგი ჩაკვეტაძე
25-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

მონღოლეთთან მოგებული (6:1) მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი ჩაკვეტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ნორვეგიის დამარცხებაც შეუძლია.

"დიდი ხანია, ნაკრებში გოლი არ მქონდა გატანილი. მიხარია, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით ისევ გავიტანე და ეს ნავსი გატყდა. რაც შეეხება ქომაგებს, ძალიან მაგარი მხარდამჭერები გვყავს, მათი მადლობელი ვარ, რადგან სულ გვერდში გვიდგანან."

"რა შედეგს ველოდები ნორვეგიასთან? პირადად მე გამარჯვებას ველოდები და იმედია, ასეც იქნება. მით უმეტეს ასეთ გარემოში და ასეთი ქომაგობის ფონზე, მჯერა, რომ შეგვიძლია ნორვეგიის დამარცხება"
, – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 2018 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად მოახერხა საქართველოს ნაკრებში თავის გამოჩენა – ოთხი წლისა და 127 დღის წინ გიორგიმ თბილისში, ერთა ლიგაზე ყაზახეთის ნაკრებს (2:1) გაუტანა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი