ბაიერნმა ტუხელი ოფიციალურად წარადგინა - გერმანელის პირველი კომენტარი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე » სპორტის ხაზი

ბაიერნმა ტუხელი ოფიციალურად წარადგინა - გერმანელის პირველი კომენტარი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე

ბაიერნმა ტუხელი ოფიციალურად წარადგინა - გერმანელის პირველი კომენტარი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე
25-03-2023, 16:31
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნმა ტომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინა. 49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

პრესკონფერენციაზე, ტუხელი გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს მიესალმა და პირველი კომენტარიც გააკეთა:

"დიდი პატივია ბაიერნთან კონტრაქტის გაფორმება. მსურს მადლობა გადავუხადო ოლივერ კანს, ჰასან სალიჰამიჯიჩს, ჰერბეტ ჰაინერს და ული ჰიონესს გამოცხადებული ნდობისთვის.

ამ გუნდის დნმ არის მოგება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდი.

მოუთენლად ველოდები ფეხბურთელებთან ერთად მუშაობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა
", - განაცხადა ტუხელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი