"ხვიჩას და ოსიმენის გაშვება? მაცდური შემოთავაზება ყოველთვის იარსებებს" - ნაპოლის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას და ოსიმენის გაშვება? მაცდური შემოთავაზება ყოველთვის იარსებებს" - ნაპოლის პრეზიდენტი

"ხვიჩას და ოსიმენის გაშვება? მაცდური შემოთავაზება ყოველთვის იარსებებს" - ნაპოლის პრეზიდენტი
29-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლუჩანო სპალეტის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა, ამ ცერემონიას კი ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც ესწრებოდა, რომელმაც რამდენიმე საინტერესო საკითხი მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისს ჟურნალისტებმა კითხვა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის შესახებ დაუსვეს, აურელიომ კი მათ დამაბნეველად უპასუხა:

"ყოველთვის იარსებებს მაცდური შემოთავაზება, ციფრებს სხვები ადგენენ, ეს ფეხბურთელები მათ სურთ. ჩვენ სიახლეებს ველოდებით, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არაჩვეულებრივი ბიჭები არიან. ჩემი მოთამაშეებთან დადებული კონტრაქტები უნიკალურია და თუ არას ვიტყვით, მაშინ არც არავინ წავა. მოკლედ, ვნახოთ რა იქნება."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის შემტევი დუეტით არაერთი გრანდი ინტერესდება (რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, პსჟ, ჩელსი და ა.შ).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი