“ხვიჩაზე აუქციონი გადაიდო” - რას წერს Il Mattino » სპორტის ხაზი

“ხვიჩაზე აუქციონი გადაიდო” - რას წერს Il Mattino

“ხვიჩაზე აუქციონი გადაიდო” - რას წერს Il Mattino
25-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა Il Mattino იტყობინება, “პარტენოპეი” ხვიჩა კვარაცხელიას დათმობას არ აპირებს და ქართველის სხვა გუნდში გადასვლას ბანი მიმინუმ ერთი წლით დაედო.

“დე ლაურენტის ხვიჩა კვარაცხელიას წინ ნამდვილ კედელს აღმართავს, რომელიც არის იმის ნიშანი, რომ ქართველი არ იყიდება. და უმჯობესია ყველა მსურველმა თავიანთი მოთხოვნები გააკონტროლოს. ხვიჩაზე აუქციონი 2024 წლისთვის გადაიდო” - წერს გამოცემა.

ხვიჩასთვის “ნაპოლი” ახალ კონტრაქტს ამზადებს და სურს, რომ ახალგაზრდა ქართველი დიდი ხნით დაიტოვოს კლუბში, ამის მიზეზი ბუნებრივია, რომ ქართველის მხრიდან ნაჩვენები სათამაშო ხარისხი იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი