"ნაპოლის 83 მილიონ ფანთან ერთად დიდ წვეულებას ვგეგმავთ" - აურელიო დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის 83 მილიონ ფანთან ერთად დიდ წვეულებას ვგეგმავთ" - აურელიო დე ლაურენტისი

"ნაპოლის 83 მილიონ ფანთან ერთად დიდ წვეულებას ვგეგმავთ" - აურელიო დე ლაურენტისი
25-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის სერია A-ში თითქმის ყველაფერი დასრულებული აქვს, ისინი შიდა ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარ ლაციოს მთელი 19 ქულით უსწრებენ.

შესაბამისად, კლუბის ისტორიაში მესამე სკუდეტოს აღსანიშნად წინასწარი მზადება უკვე დაწყებულია, რომელშიც მონაწილეობას თვით ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც კი იღებს.

აი, რაზე ისაუბრა აურელიომ იმ ღონისძიების დროს, რომლის ფარგლებშიც ლუჩანო სპალეტის სერია A-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა:

"როდესაც ნამდვილი და სერიოზული გულშემატკივრები (და არა კრიმინალები) ამბობენ, რომ ფეხბურთი ისინი არიან, ეს სრული სიმართლეა, ჩვენ კი მათთან ურთიერთობა და კომუნიკაციის ჩამოყალიბება გვმართებს. საგულისხმოა, რომ ნაპოლის ფანები მხოლოდ სტადიონზე მოსული ადამიანები არ არიან, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ვირტუალური მხარდამჭერი გვყავს. მაგალითად, კლუბმა საყოველთაო კვლევა ჩაატარა და დავადგინეთ, რომ დასავლური სამყაროს მასშტაბით 83 მილიონი გულშემატკივარი გვყავს, ისინი ძალიან ბევრნი არიან."

"სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ სკუდეტოს აღსანიშნად დიდი წვეულების მოწყობას შევძლებთ, თანაც ისე, რომ ყველა გათვალისწინებული იყო. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მსოფლიოს 15 ცნობილი და მნიშვნელოვანი ქალაქი ნეაპოლის 10 რაიონთან გავაერთიანოთ, კლუბის წარმატება კი ერთად ვიზეიმოთ."
- ნაპოლის პრეზიდენტი

ცნობისთვის, როდესაც საკლუბო ფეხბურთი განახლდება, ნაპოლი პირველ შეხვედრას მილანის წინააღმდეგ სერია A-ში 2 მარტს ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი