ხვიჩას ეფექტი | ძმები მამაგეიშვილებით იტალიური გუნდები ინტერესდებიან? » სპორტის ხაზი

ხვიჩას ეფექტი | ძმები მამაგეიშვილებით იტალიური გუნდები ინტერესდებიან?

ხვიჩას ეფექტი | ძმები მამაგეიშვილებით იტალიური გუნდები ინტერესდებიან?
24-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო კლუბ საბურთალოში ტყუპი ძმები, გიზი და ოთარ მამაგეიშვილები თამაშობენ, რომლებიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრებიც არიან.

პირველი მათგანი ამპლუით ნახევარმცველია და ამ სეზონში საბურთალოს მაისურით ეროვნულ ლიგაში 5-ჯერ ითამაშა, აქედან კი ერთხელ გოლის გატანით გამოირჩა. რაც შეეხება ოთარს, ისიც ძმასავით ცენტრში თამაშობს, თუმცა ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს გამართული.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძმები მამაგეიშვილებით რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული, ესენია: პალერმო, ლეჩე და ემპოლი. როგორც იცით, ამ უკანასკნელში ლევან მჭედლიძეს უთამაშია და შესაძლოა, რომ ტრანსფერში მისი გავლენაც არსებობდეს.

როგორც იწერება, ძმების აგენტი უახლოეს დღეებში იტალიაში გაემგზავრება და ამავე კლუბების ინტერესის შესახებ უფრო მეტ დეტალს გაიგებს, ჩვენ კი ვიმედოვნოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, კიდევ არაერთი ქართველი ითამაშებს სერია A-ში უმაღლეს დონეზე!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი