"მე და აურელიო თავიდან ამას ვეჭვობდით, თუმცა.." - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მე და აურელიო თავიდან ამას ვეჭვობდით, თუმცა.." - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

"მე და აურელიო თავიდან ამას ვეჭვობდით, თუმცა.." - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
24-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ენცო ბეარძოტის სახელობის ჯილდო გადაეცა, რომლის გამარჯვებულიც (2011 წლიდან) იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო სპეციალისტი ხდება ხოლმე.

აღნიშნული პრიზის გადაცემის ცერემონიისას ლუჩანოს ჟურნალისტებმა შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს შესახებ დაუსვეს. მათ აინტერესებდათ ის, თუ რამდენად იყვნენ ეს ფეხბურთელები თავიდანვე მზად, რომ სერია A-ს სათამაშო დონე დაეკმაყოფილებინათ.

აი, როგორი პასუხი გასცა ჟურნალისტებს სპალეტიმ: "დიახ, ამის შესახებ ეჭვები თავიდანვე გვქონდა, როგორც მე, ისე თავად პრეზიდენტს, ამიტომ ჩვენს შორის დიალოგი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმისათვის, რათა კვარაზე მეტი ინფორმაცია მიმეღო, ჩემს მეგობრებს რუსეთში დავუკავშირდი და ხვიჩაზე დეტალების მოწოდება ვთხოვე. იმ პერიოდში აურელიო ეჭვობდა, რომ კვარაცხელიასა და კიმის სათამაშო გამოცდილება იტალიის ჩემპიონატის შესაფერისი ვერ იქნებოდა, თუმცა თანამედროვე დროში გაცილებით მარტივია ახალ საფეხბურთო სისტემას მოერგო, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა." - თქვა ლუჩანო სპალეტიმ

ცნობისთვის, წარსულში ამავე პრიზის მფლობელები ისეთი ცნობილი მწვრთნელები გამხდარან, როგორებიც კარლო ანჩელოტი, რობერტო მანჩინი, მაურიციო სარი, მასიმილიანო ალეგრი და სხვები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი