ზამთარში ხორდი ალბას გადაბირებას იტალიური კლუბი შეეცდება - ვის სურს ესპანელი? » სპორტის ხაზი

ზამთარში ხორდი ალბას გადაბირებას იტალიური კლუბი შეეცდება - ვის სურს ესპანელი?

ზამთარში ხორდი ალბას გადაბირებას იტალიური კლუბი შეეცდება - ვის სურს ესპანელი?
1-10-2022, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" მარცხენა-მცველის, ხორდი ალბას გადაბირებით არის დაინტერესებული, აცხადებს ცნობილი გამოცემა Diario Sport-ი.

ბიანკონერი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კლუბებს შორის, რომლებსაც ესპანელის ხელფასის გადახდა შეუძლიათ. თუმცა, ამ დროისთვის გაურკვეველია, "ბებერი ქალბატონი" ალბას სრულფასოვან გამოსყიდვას შეეცდება, თუ მას იჯარით დაიმატებს.

მარკოს ალონსოს ტრანსფერით და ალეხანდრო ბალდეს დამაჯერებელი თამაშების შემდეგ, 33 წლის ფეხბურთელი ესპანურ გრანდში მესამე ალტერნატივად მიიჩნევა, რაც რა თქმა უნდა ხორდის გეგმებში არ შედის.

რაც შეეხება ბლაუგრანას პოზიციას, კლუბი მზად არის ფეხბურთელი სასურველი შემოთავაზების შემთხვევაში გაუშვას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი