ელმასი: “კვარა ეკლერია, იმიტომ რომ…” » სპორტის ხაზი

ელმასი: “კვარა ეკლერია, იმიტომ რომ…”

ელმასი: “კვარა ეკლერია, იმიტომ რომ…”
24-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური “ნაპოლის” შემტევთან, ელიფ ელმასთან ცნობილმა გამოცემამ DAZN-მა ინტერვიუ ჩაწერა. ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთელმა უამრავ რაიმეზე ისაუბრა, მათ შორის თანაგუნდელებზე და მათ თვისებებს ხაზი გაუსვა.

“ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაოცა, კიმია. მან ეს მოახერხა არა მხოლოდ იმით, თუ როგორ თამაშობს, არამედ მისი ხასიათითა და ადამიანური თვისებებით. აგრეთვე სხვა ფეხბურთელებიც, როგორებიც კვარაცხელია, ლობოტკა, ანგისა, ზიელინსკი, დი ლორენცო, მარიო რუი და სხვები არიან. თუ გავაგრძელებ ჩამონათვალს, ვერ გავჩერდები.

რა დესერტებს შევადარებდი ჩემს თანაგუნდელებს? კვარა ეკლერია, იმიტომ რომ ძალიან კარგია. როცა კვარას ნაპოლიში თამაშზე ფიქრობ, ამბობ: კარგია. დი ლორენცო ფახლავაა, ლობოტკა ბაბა. კიმი? მისნაირი დესერტის პოვნა შეუძლებელია, იქნებ პროფიტეროლი” - განაცხადა 23 წლის ნახევარმცველმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი