“მამარდაშვილი ვალენსიას მთავარი საგანძურია” - რას წერს ესპანური გამოცემა » სპორტის ხაზი

“მამარდაშვილი ვალენსიას მთავარი საგანძურია” - რას წერს ესპანური გამოცემა

“მამარდაშვილი ვალენსიას მთავარი საგანძურია” - რას წერს ესპანური გამოცემა
25-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ესპანურმა გამოცემამ, ElDesmarque-მ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატია გამოაქვეყნა. გამოცემამ ყურადღება გაამახვილა გიორგის მომატებულ სათამაშო ხარისხსა და სატრანსფერო ღირებულებაზე.

“გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მთავარი საგანძურია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოკლე დროში კლასი ხომ აიმაღლა და მისმა ფასმაც საგრძნობლად მოიმატა, შესაბამისად, კლუბში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.

მამარდაშვილი ვალენსიაში ღრმა სათადარიგოს რანგში მივიდა, თუმცა, თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია და კლუბის სასტარტო გოლკიპერი გახდა. ის უკვე 35-ჯერ ძვირი ღირს იმ ფასზე, რომელიც ვალენსიელებმა მასში დინამო თბილისს გადაუხადეს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გიორგი ესპანური კლუბის უმთავრეს აქტივად იქცა” - წერს ElDesmarque.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში 35 ბურთი აქვს გაშვებული, ამ სეზონის “ვალენსიას” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი