იქნება თუ არა ნგოლო კანტე "კრისტალ პალასთან"? - გრემ პოტერის კომენტარი » სპორტის ხაზი

იქნება თუ არა ნგოლო კანტე "კრისტალ პალასთან"? - გრემ პოტერის კომენტარი

იქნება თუ არა ნგოლო კანტე "კრისტალ პალასთან"? - გრემ პოტერის კომენტარი
1-10-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, პრემიერ-ლიგის მე-9 ტურში "ჩელსი" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა, რომელიც ნგოლო კანტეს ჯამრთელობის მდგომარეობასაც შეეხო.

"ნგოლო ძლიერი ტრამვის შემდეგ, რეაბილიტაციას განაგრძობს. ის გუნდთან ერთად იყო ვარჯიშზე, თუმცა სრულად დატვირთვა მაინც ვერ მოახერხა. ეს იმას ნიშნავს, რომ კანტე არ ითამაშებს პრისტალ პალასის წინააღმდეგ შაბათს სელჰესტ პარკზე." - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგმა ნახევარმცველმა კუნთის ტრამვა მიიღო, რის გამოც ის "ლურჯებს" ექვსი თვის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი