"ვიქტორ ოსიმენი პენალტებს ამ მიზეზის გამო არ ასრულებს" - La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"ვიქტორ ოსიმენი პენალტებს ამ მიზეზის გამო არ ასრულებს" - La Gazzetta dello Sport

"ვიქტორ ოსიმენი პენალტებს ამ მიზეზის გამო არ ასრულებს" - La Gazzetta dello Sport
24-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლიში პენალტებს თითქმის ყველა შემტევი ფეხბურთელი ურტყამს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც თერთმეტმეტრიანი როგორც გაფუჭებული, ისე გატანილი აქვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას აქვეყყნებს La Gazzetta dello Sport, რომელიც ნათლად უსვამს ხაზს იმ მიზეზს, რის გამოც ვიქტორ ოსიმენი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იშვიათად იღებს:

"ნაპოლიში პენალტებს არაერთი მოთამაშე ასრულებს, ისინი გადაწყვეტილებას თავად იღებენ, რადგან სპალეტისგან შესაბამისი ნებართვა მიიღეს. მაგალითისთვის, ამ სეზონში ბევრჯერ ვიხილეთ ისეთი ეპიზოდი, რომელშიც გუნდის ნიგერიელ თავდამსხმელს პენალტის შესრულება შეეძლო, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა თანაგუნდელს გადაულოცა. ამ ყველაფრის მიზეზი თავად ოსიმენის თვითრწმენაა, რომ თერთმეტმეტრიანს მისი გუნდელები უკეთესად გამოიყენებენ, რაც ნაპოლისთვის უკეთესი შედეგის მომტანი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ პირველ მატჩს მილანთან 2 მარტს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი