სომეხმა მფლობელებმა თელავის მთავარ მწვრთნელად ვარდან მინასიანი დანიშნეს » სპორტის ხაზი

სომეხმა მფლობელებმა თელავის მთავარ მწვრთნელად ვარდან მინასიანი დანიშნეს

სომეხმა მფლობელებმა თელავის მთავარ მწვრთნელად ვარდან მინასიანი დანიშნეს
23-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო კლუბი თელავი სომხებმა იყიდეს, რომლებმაც გუნდში საკადრო ცვლილებები უკვე დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ თელავი უკვე დატოვა ცნობილმა ქართველმა სპეციალისტმა, გია ცეცაძემ, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით სომეხი ვარდან მინასიანი ჩაანაცვლებს.

ამ უკანასკნელს კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში აქვს გატარებული (არარატ-არმენია, პიუნიკი), ეროვნულ ნაკრებს კი სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება მინასიანის ასისტენტებს, ისინიც სომხები, არტურ მკრტიჩიანი და არტაკ მოვსესიანი იქნებიან.

ცნობისთვის, თელავი საქართველოს ჩემპიონატის მე-7 პოზიციას ხუთი ქულით იკავებს, მათი მომდევნო შეხვედრა კი პირველ აპრილს, ქუთაისის ტორპედოსთან გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი