"ერთად კარგი ტანდემი ჯერ კიდევ ბელგიიდან შევქმენით" - იუსუფ მაზიზი მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"ერთად კარგი ტანდემი ჯერ კიდევ ბელგიიდან შევქმენით" - იუსუფ მაზიზი მიქაუტაძეზე

"ერთად კარგი ტანდემი ჯერ კიდევ ბელგიიდან შევქმენით" - იუსუფ მაზიზი მიქაუტაძეზე
24-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფრანგული მეცის ფეხბურთელისა და გიორგი მიქაუტაძის ახლო მეგობრის, იუსუფ მაზიზის კომენტარი, რომელიც ქართველ ფეხბურთელსა და უშუალოდ მათ კლუბს შეეხება:

"მე და გიორგის კარგი ტანდემი გვაქვს, რომლის ჩამოყალიბებაც ჯერ კიდევ ბელგიიდან შევძელით. ახლა ორივე მეცის მაისურით ვთამაშობთ და კარგად აღვიქვამთ იმას თუ როგორ დაგვეხმარა სერენში ერთობლივად მიღებული გამოცდილება. ცხადია, ეს კონკრეტული ფაქტი ხელს ძალიან გვიწყობს და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლო წარმატებული გვექნება."

"როგორც ჩვენ, ისე მთელმა მეცმა იცის თუ რა არის მისი უმთავრესი მიზანი, - ეს უმაღლეს დივიზიონში კვალიფიცირებაა და მოხარული ვარ, რომ ბოლოსკენ კარგი სერია გვაქვს. მიუხედავად ამისა, პროცესში შეცდომებიც დავუშვით, რაც მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. წესით, ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, რადგან ჩვენს ზემოთ მყოფი გუნდები არავითარ შემთხვევაში არ დანებდებიან."
- იუსუფ მაზიზი

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე და იუსუფი ბელგიის იუპილერ ლიგაში, კერძოდ სერენის შემადგენლობაში ერთად თამაშობდნენ, ახლა კი ორივე მეცის ღირსებას იცავს. მათი ამჟამინდელი გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ის მეოთხე ადგილს 48 ქულით იკავებს, ელიტაში კი 2 გუნდი გადადის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი