2500 ინგლისელი და 1000 პოლიციელი | ნეაპოლში დიდი მობილიზაციაა » სპორტის ხაზი

2500 ინგლისელი და 1000 პოლიციელი | ნეაპოლში დიდი მობილიზაციაა

2500 ინგლისელი და 1000 პოლიციელი | ნეაპოლში დიდი მობილიზაციაა
23-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს დღეს იღებს, ღამით მაყურებელს სუპერმატჩი ელის, - იტალია ინგლისს უმასპინძლებს.

იტალიელები ინგლისს ნეაპოლში უმასპინძლებენ და მატჩიც ადგილობრივი კლუბის მოედანზე, სტადიო დიეგო მარადონაზე გაიმართება, რომელსაც 2500 ბრიტანელი გულშემატკივარი დაესწრება.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ნაპოლის საშინაო სტადიონის გარშემო 1000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, რათა ქალაქში მაქსიმალური უსაფრთხოება შენარჩუნდეს და იგივე არ განმეორდეს, რაც ფრანკფურტის აინტრახტის ულტრასებთან ბრძოლისას მოხდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელები გარდა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიისა, უშუალოდ აეროპორტსა და იმ სასტუმროს დაიცავენ, სადაც როგორც ინგლისის გულშემატკივრები, ისე იტალიის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა ცხოვრობს.

ცნობისთვის, იტალიისა და ინგლისის დაპირისპირება ჩვენი დროით 23:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი