კაშია: “რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ” » სპორტის ხაზი

კაშია: “რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ”

კაშია: “რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ”
23-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები მონღოლეთსა და ნორვეგიასთან მატჩებისთვის ემზადება. გუშინ გუნდმა მესამე ვარჯიში ჩაატარა. სამწუხაროდ, ჯვაროსნებს აღნიშნულ ორ შეხვედრაში ანზორ მექვაბიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა:

“თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ.
გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით, გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მით უმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი.”

შეგახსენებთ, რომ მონღოლეთს 25 მარტს 18:00-ზე დავუპირისპირდებით, ნორვეგიას კი 28-ში 20:00-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი