გრიგალაშვილი თბილისის გრანდ სლემს გამოაკლდა » სპორტის ხაზი

გრიგალაშვილი თბილისის გრანდ სლემს გამოაკლდა

გრიგალაშვილი თბილისის გრანდ სლემს გამოაკლდა
23-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

მალე თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ჩვენი ქვეყნის ძიუდოისტთა ნაკრებს სამწუხაროდ გამოაკლდა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი. როგორც ირკვევა, 23 წლის სპორტსმენს ტრავმა აწუხებს და ბოლომდე მზად არ არის საბრძოლველად.

ცნობილია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას გრანდ სლემზე გრიგალაშვილის ნაცვლად. ეს დიმიტრი გოჩილაიძე იქნება. საბოლოო ჯამში კი განაცხადი ასეთი იქნება:

60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი.

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.

81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.

90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.

100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი