საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
22-03-2023, 20:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო პულმანში გაიმართა. ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", ხელშეკრულების თანახმად, 2026 წლის ჩათვლით განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

კოკა-კოლა წლების განმავლობაში უდგას გვერდში ქართულ ფეხბურთს და კონკრეტულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. იყო არაერთი პროექტის ინიციატორი, მათ შორის, კომპანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 25-ჯერ ჩაატარა „კოკა-კოლას თასი“, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ასაკის მოყვარული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება გალა ვახშმის ფორმატში სასტუმრო პულმანში გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელი და სამწრთვნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

წყარო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი