მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად კატალონიის ბარსელონას შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა:
"ანჩელოტი ის ადამიანია, რომელიც თავდაჯერების მოპოვებაში დამეხმარა, მან მონცა ის, რაც იქამდე მაკლდა.
გარდა ამისა, კარლო შესანიშნავი ადამიანია, რომელიც მუდამ შენზე ზრუნავს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს კარგი ადამიანია და არა უბრალოდ ტაქტიკაზე მოლაპარაკე მწვრთნელი.
ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეგიძლია ყოველთვის ენდო და მიჰყვე, მას ყველა უნარი აქვს რაც ფეხბურთში საჭიროა", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ცნობისთვის, პოლონელი ფორვარდი და იტალიელი სპეციალისტი ერთად ბაიერნში 2016-17 წელბში თანამშრომლობდნენ.