ზურიკო დავითაშვილი: “იმედია, ნორვეგიას დავამარცხებთ” » სპორტის ხაზი

ზურიკო დავითაშვილი: “იმედია, ნორვეგიას დავამარცხებთ”

ზურიკო დავითაშვილი: “იმედია, ნორვეგიას დავამარცხებთ”
22-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ვარჯიშობს და შეხვედრებისათვის აქტიურად ემზადება. 25 მარტს მონღოლეთს, 28-ში კი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებებს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე ვუმასპიმძლებთ.

გუშინ ჩვენი ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე შეკრება შეაფასა და მატჩების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა:

“ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი ჯგუფიდან გასვლაა. რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია. 28 მარტს ერთ-ერთ კონკურენტს ვეთამაშებით და საკუთარ მოედანზე ასეთი გუნდების დამარცხება შეგვიძლია. აქამდეც მოგვიგია კარგ გუნდებთან, თუმცა ყველასთვის საინტერესოა, შევძლებთ თუ არა, ამჯერად მოგებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნორვეგიას დავამარცხებთ".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი