"ესპანეთი 7:0-ს მოგვიგებს, საქართველო კი 3:0-ს" - რას წერენ ნორვეგიელი ფანები ჰოლანდის გამოკლების შემდეგ? » სპორტის ხაზი

"ესპანეთი 7:0-ს მოგვიგებს, საქართველო კი 3:0-ს" - რას წერენ ნორვეგიელი ფანები ჰოლანდის გამოკლების შემდეგ?

"ესპანეთი 7:0-ს მოგვიგებს, საქართველო კი 3:0-ს" - რას წერენ ნორვეგიელი ფანები ჰოლანდის გამოკლების შემდეგ?
21-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს 28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით იწყებს, შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, - სკანდინავიელებს მათი მთავარი ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი არ ეყოლებათ. ცხადია, ამ ფაქტმა ნორვეგიელ გულშემატკივრებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. აი, რას წერენ ისინი:

"ჰოლანდის გამოკლებით ჩვენი შანსები საგრძნობლად შემცირდა"

"საქმეს სორლოტი გაუძღვება"

"სიტის ფანები ჰოლანდის ტრავმას ნაკრებს აბრალებენ, ნორვეგიელები კი მანჩესტერს.."

"ვიღაცების კომენტარებზე ძალიან მეცინება, ასე მარტივად როგორ ნებდებით?"

"იმკურნალებს და გამოჯანმრთელდება, ახლა ყველაზე მეტად ოდეგორის იმედი მაქვს"

"იმედია ივნისში მაინც იქნება, ამ მატჩებში კი სორლოტის ბოლომდე მჯერა"

"ესპანეთთან ჰოლანდი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ საქართველოსთან ქულები არ უნდა დავკარგოთ"

"ვარსკვლავს ვეძახით და ტრავმას იმიზეზებს, სამარცხვინოა.."

"ჩვენი თამაში დასრულებულია"

"საშინელ სტანდარტებს მიგვაჩვიეთ, ესპანეთი 7:0-ს მოგვიგებს, საქართველო კი 3:0-ს"

"ჰოლანდი ყველა მნიშვნელოვან მატჩში უნდა დაგვაკლდეს?!"

"გასაგებია, ამ თამაშებს თვალს საერთოდ არ მივადევნებ"

"სწორედ ახლა როგორ იღებს ყველა ტრავმას, ეს რა ჯანდაბაა?"

"კარგი, ამ პერიოდში სხვა რამეს გავაკეთებ ყურების ნაცვლად, უფრო სასიამოვნოს.."

"ვიფიქრე საქართველოსთან მაინც გავხდებოდით რამეს, მაგრამ ის რთულგვარიანი ბიჭი გამახსენდა.."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი