"ხვიჩას ხელფასი ბევრად ცოტაა, თუნდაც ჟიელინსკისთან შედარებით" - Digisport » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ხელფასი ბევრად ცოტაა, თუნდაც ჟიელინსკისთან შედარებით" - Digisport

"ხვიჩას ხელფასი ბევრად ცოტაა, თუნდაც ჟიელინსკისთან შედარებით" - Digisport
22-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რუმინული სპორტული ვებგვერდი, კერძოდ Digisport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ქართველს ნაპოლიში თანაგუნდელებთან შედარებით, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს:

"ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად განიხილება, მას მხოლოდ 30 თამაში ეყო იმისთვის, რათა 14 გოლი გაეტანა და 16 საგოლე პასი მიეთვალა. მიუხედავად ასეთი ზრდისა, ხვიჩას ნეაპოლური ანაზღაურება არც თუ ისე დიდია, მით უმეტეს მაშინ, თუ მას თანაგუნდელების ხელფასს შევადარებთ."

ამის შემდეგ, რუმინელებს მაგალითად პიოტრ ჟიელინსკისა და ვიქტორ ოსიმენის შემოსავალი მოჰყავთ:

"საინტერესოა, რომ ნაპოლიში პიოტრ ჟიელინსკის წლიური ანაზღაურება 6.5 მილიონია, ხოლო ოსიმენის 5.5. ამ დროს, ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ 1.2 მილიონს იღებს, რაც მისთვის ბევრი ნამდვილად არაა."

საგულისხმოა, რომ ნაპოლიში უკვე ამაზე საუბარი დაიწყეს და ითქვა, რომ ქართველ შემტევს ხელფასი სულ მალე გაუორმაგდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი