დიბალა & რონალდოს დუეტთან ახლოს | კვარა და ოსიმენი ახალი რეკორდისკენ მიიწევენ » სპორტის ხაზი

დიბალა & რონალდოს დუეტთან ახლოს | კვარა და ოსიმენი ახალი რეკორდისკენ მიიწევენ

დიბალა & რონალდოს დუეტთან ახლოს | კვარა და ოსიმენი ახალი რეკორდისკენ მიიწევენ
22-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ფანტასტიკური დუეტი სერია A-ს ახალ რეკორდს უახლოვდება.

საქმე ისაა, რომ ქართველმა და ნიგერიელმა ამ სეზონში ჯამურად 33 გოლი გაიტანეს (ოსიმენმა 21-ჯერ, ხოლო ხვიჩამ 12-ჯერ).

რაც შეეხება საუკეთესო მაჩვენებლს, ის 2019/2020 წლების სეზონში დაფიქსირდა, რომლის შემოქმედი პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს წყვილი გახდა, მათ ჯამურად 42 გოლი გაიტანეს.

ამდენად, მორიგი საოცარი მიღწევის მოსახსნელად კვარასა და ოსიმენს 9, ხოლო გასაუმჯობესებლად 10 გოლი სჭირდებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი