"არ მოვიტყუები, მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი" - ლობოტკა კვარაზე » სპორტის ხაზი

"არ მოვიტყუები, მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი" - ლობოტკა კვარაზე

"არ მოვიტყუები, მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი" - ლობოტკა კვარაზე
21-03-2023, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

საკლუბო ფეხბურთმა მცირედი პაუზა აიღო და მოთამაშეები თავიანთ ქვეყნებში გაემგზავრნენ, რათა მოახლოებული სანაკრებო მატჩები გამართონ.

სწორედ ასე, ნაპოლის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთში ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ მას:

"არ მოვიტყუები, მის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, კვარაზე ინფორმაცია არ მქონია. ალბათ, მხოლოდ მის ქვეყანაში იცნობდნენ და უყურებდნენ ამ საოცრად ნიჭიერ ფეხბურთელს. ხვიჩა კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს თუ რისი გაკეთება შეუძლია, ის ნამდვილი ტალანტია."


საგულისხმოა, რომ ლობოტკამ თავის თავზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი თავდაჯერებული არასდროს ყოფილა, როგორც ეს ახლა ხდება:

"ჯენარო გატუზოსგან განსხვავებით, ლუჩანო სპალეტიმ ჩემი უნარები სწორად შეაფასა და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. სიმართლე გითხრათ, ასე არასდროს ვყოფილვარ და ამ დონეზე ჩემი თავის არასდროს მჯეროდა. ახლა ყველაფერი პირიქითაა და მსურს, რომ ასევე გავაგრძელო." - თქვა სლოვაკმა ფეხბურთელმა

ცნობისთვის, სლოვაკეთს ჯგუფში პორტუგალიის, ბოსნიის, ისლანდიის, ლუქსემბურგისა და ლიხტენშტაინის ნაკრებები ჰყავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი