"შეიძლება საქართველო ის ბანანის ქერქია, რომელზეც უელსს ფეხი დაუცდება" - BBC მსოფლიო თასზე წერს » სპორტის ხაზი

"შეიძლება საქართველო ის ბანანის ქერქია, რომელზეც უელსს ფეხი დაუცდება" - BBC მსოფლიო თასზე წერს

"შეიძლება საქართველო ის ბანანის ქერქია, რომელზეც უელსს ფეხი დაუცდება" - BBC მსოფლიო თასზე წერს
21-03-2023, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო თასი რაგბში 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომრამდე პერიოდში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს.

ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ბოლო წარმატება უელსის დამარცხება გახლავთ, რომელთანაც ჩვენს ბიჭებს დაპირისპირება მსოფლიო თასზეც მოუწევთ, რადგან "დრაკონები" ჯგუფში გვყავს.

ბრიტანული ქვეყნის შანსებისა და საქართველოს ფარულ მეტოქეობაზე წერს BBC, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძალა საინტერესოდ დაახასიათა:

"თუ უელსელებს სურთ, რომ მსოფლიოს თასზე წარმატებულად იასპარეზონ, მაშინ საფუძვლიანი გარჯა მოუწევთ. მათ წილისყრაში ძალიან გაუმართლათ, რადგან იმ პერიოდში რეიტინგის მაღალ პოზიციას იკავებდნენ და ჯგუფურ ეტაპზე ორ გრანდთან ჩაჯდომას გადაურჩნენ. ამიტომ, წესით უელსი მშვიდად უნდა იყოს, თუმცა მათ ჯგუფში საქართველოცაა, პოტენციური "ბანანის ქერქი", რომელზეც, შეიძლება, რომ უელსს ფეხი დაუცდეს."

ცნობისთვის, საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 7 ოქტომბერს ნანტში შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი