საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო
20-03-2023, 23:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა, დღეს, დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა: მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

მოთამაშეები, რომლებსაც საკლუბო მატჩები კვირას ჰქონდათ, ეროვნულ გუნდს ხვალ შეუერთდებიან.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება.

ინფორმაციას Nakrebi.ge-ზე იხილავთ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი