"ბევრი ვიფიქრე, ადრე ხომ არ იყო მისი გამოძახება, თუმცა...", - სანიოლმა 17 წლის დებიუტანტზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ბევრი ვიფიქრე, ადრე ხომ არ იყო მისი გამოძახება, თუმცა...", - სანიოლმა 17 წლის დებიუტანტზე ისაუბრა

"ბევრი ვიფიქრე, ადრე ხომ არ იყო მისი გამოძახება, თუმცა...", - სანიოლმა 17 წლის დებიუტანტზე ისაუბრა
20-03-2023, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი გაბრიელ სიგუა შეუერთდა - დღევანდელ პრესკონფერენციაზე სხვა არაერთ საინტერესო თემასტან ერთად, სანიოლმა დინამო თბილისის ახალგაზრდა წევრზეც ისაუბრა:

"გაბრიელ სიგუა თანამედროვე ფეხბურთელია, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც პროდუქტიულია. აქტიურია და ბევრს დარბის. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და კლუბს, თუ დაიმსახურებ, სათამაშო პრაქტიკას აუცილებლად მიიღებ. ექნება შესაძლებლობა, მაჩვენოს რა შეუძლია. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. ისეთივე იყოს ჩვენთან, როგორიც დინამოშია.

ბოლო პერიოდში საკმაოდ შთამბეჭდავად ასპარეზობს. ბევრი ვიფიქრე, ადრე ხომ არ იყო მისი გამოძახება, თუმცა მოედანზე ამტკიცებს, რომ მზად არის და ვფიქრობ, პიროვნულადაც მზად იქნება ნაკრებში ყოფნისთვის
", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი