"თუ ნორვეგიელებს ჰოლანდი ჰყავთ, ჩვენ კაშია გვყავს", - სანიოლის კომენტარი მატჩამდე » სპორტის ხაზი

"თუ ნორვეგიელებს ჰოლანდი ჰყავთ, ჩვენ კაშია გვყავს", - სანიოლის კომენტარი მატჩამდე

"თუ ნორვეგიელებს ჰოლანდი ჰყავთ, ჩვენ კაშია გვყავს", - სანიოლის კომენტარი მატჩამდე
20-03-2023, 17:39
Aa Aa
გაზიარება:

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მარტის მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტი ნორვეგიასთან მატჩზე საუბრისას ერლინგ ჰოლანდის საკითხსაც შეეხო და გურამ კაშიაზეც ისაუბრა:

"ნორვეგია ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დონის ნაკრებებთან თამაშის კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. მსურს, რომ, ის კარგი შედეგები და სათამაშო ფორმა, რომელიც 2022 წელს ვაჩვენეთ, გავაგრძელოთ და 2023 წელიც კარგად დავიწყოთ. სხვა გუნდების თამაშზე და მათ ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. რაც შეეხება ნორვეგიის ნაკრებს, თუ მათ ერლინგ ჰოლანდი ჰყავთ, ჩვენ გურამ კაშია გვყავს, მეტს არაფერს ვიტყვი...", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი