ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” “ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდს საკმაოდ მძიმე ბრძოლის ჩატარება მოუწია, უპირატესობა სტუმართა მხარეს იყო. “ატლანტამ” პირველ მეოთხედში 83 ქულა ჩააგდო, მეორეში კი ამის ნახევარიც კი არა - 35. მესამე მეოთხედში “სან ანტონიო” 24 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები მობილიზდნენ და საბოლოო ჯამში შეხვედრის თავისთვის სასარგებლოდ დასრულება მოახერხეს - 126:118 იმარჯვეს.
საინტერესოა, როგორი იყო სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა აღნიშნულ შეხვედრაში. ქართველმა საერთო ჯამში 19 წუთის მანძილზე ითამაშა. ამ დროში მან 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
“სან ანტონიო” 19 მოგებითა და 52 მარცხით მე-14 ადგილზეა.