“ვირტუს ბოლონიას” მორიგი გამარჯვება - შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა » სპორტის ხაზი

“ვირტუს ბოლონიას” მორიგი გამარჯვება - შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა

“ვირტუს ბოლონიას” მორიგი გამარჯვება - შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა
20-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში “ვირტუს ბოლონია” “ემპორიო არმანი მილანოს” ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ანგარიშით 75:69.

წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და ჯამში 25 წუთი ითამაშა. ამ დროის მანძილზე თორნიკემ 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბოლონიელებისთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-18 გამარჯვება იყო. ამის საპირისპიროდ მათ 4 მარცხი აქვთ, მაგრამ ჩემპიონატში პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი